Digest Logo

„ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია კაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1747289928
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

„ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია კაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, -  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოვდივარ შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად“ - ცნობილია, მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავდა, ტრაგედიის ახალი დეტალები

⭕მტკვარში გადავარდნილ მანქანასთან ერთად, წყლიდან ორი მგზავრის ცხედარი ამოასვენეს - ეძებენ მესამე მგზავრს