Digest Logo

ძიუდო | საქართველომ უნგრეთი დაამარცხა და ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

1794055576
აქართველომ უნგრეთი დაამარცხა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს.

სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო ჩვენმა გუნდმა უნგრეთთან დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო. პირველ შეხვედრაში ნინო გულბანის (70 კგ) მარცხის შემდეგ კი ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი ან მასპინძელი სერბეთი იქნება.

საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე

⭕ სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა „იმედში“ – 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა

⭕ ტკივილიდან სულიერ სიმწიფემდე: რატომ ვებრძვით ცხოვრების კანონზომიერებას - რას წერს თეო ხაბულიანი

წყარო: 1tv.ge

✕