Digest Logo

„ძლიერი ქარი, ნალექი, თოვლი…” - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

1732770401
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

„ცივმა ატმოსფერულმა ფრონტმა საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრი აციება გამოიწვია, რასაც თან ახლდა ნალექი და ძლიერი ქარი, ზოგან ტემპერატურა 10-15 გრადუსით დაეცა. შაბათი არანორმალურად თბილი იყო, ზოგან კლიმატის ახალი რეკორდი დაფიქსირდა, მაგალითად ბათუმში ბოლოს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 23 ნოემბერს 1987 წელს იყო +25 გრადუსი, ამჯერად კი +26.7 C დაფიქსირდა. 

28 ნოემბერს და ზოგადად, 29 ნოემბრის დილამდე, ძალაში რჩება უამინდობა. წვიმა მთელ ქვეყანაში, პერიოდულად, ძლიერი ნალექით, ძლიერ ქართან ერთად 17-22 მ/წმ- ში.

მთიან რეგიონებში, ზღვის დონიდან 700 მეტრის ზემოთ მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი, ასევე, შესაძლებელია სველი თოვლის ძლიერი შეწებება საჰაერო გაყვანილობაზე, გზებზე იქნება ლიპყინული.

ასე რომ, როგორც ვკითხულობთ, კვლავ მოსალოდნელია მომდევნო დღეებში - არასტაბილური ამინდი, კლიმატურ ნორმასთან ახლოს ან ოდნავ დაბალი ტემპერატურით, ნოემბრისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექით“, - წერს მეტეოროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლევანტემ“ „მალაგა“ დაამარცხა

🎥 „მეძახდნენ ანანოს, მიცნობენ როგორც ანანო და ამაზე ცოტა აგრესია მქონდა“ - რას ჰყვება მარიამ ჯოლოგუა

🎥 ქართველი მომღერლის არაჩვეულებრივი შესრულება და სამი შემოტრიალებული ჟიური - თეონა ნაცვლიშვილის გამოსვლა ბერძნულ „ვოისში“