Digest Logo

ძლიერი ქარის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გამო, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხდა

1703399196
მატარებელი

უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია.

„ძვირფასო მგზავრებო!

დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 ივანიშვილები სოციალურ ქსელში დაბრუნდნენ და პატარა დადუს სახეც გამოაჩინეს - კადრები რიო-დე-ჟანეიროდან

🔵🎥 „ჩემი უსაყვარლესი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური?

🔵 🎥 „მე ჩემი ცხოვრება მაქვს“ - რას ამბობს დავით გიორგობიანი ნენე ქურდაძის შესახებ