Digest Logo

„ძროხის დასაბმელად წავიდა" - ტყიბულში კომისიის წევრმა უბანი ძროხის გამო დატოვა

1633197019
ძროხა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის N24 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, არჩევნების მიმდინარეობისას, საარჩევნო უბანი დროებით დატოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და კომისიის წევრს ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვეს.

როგორც ისინი აცხადებენ, კაცი სოფლად მცხოვრები მარტოხელა მამაკაცია, სახლში შებინდებისას ძროხის დასაბმელად წავიდა და მალევე დაბრუნდა საარჩევნო უბანზე.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და ამდენივე მერი აირჩია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

🔵„იმ კაბასავითაა, ზოგისთვის რომ ლურჯი იყო და ზოგისთვის ოქროსფერი“ - როგორ ეხმიანებიან ცნობილები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას

🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი

🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?