საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ზურიკო დავითაშვილმა ერთა ლიგის მორიგი მატჩისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და იმედი აქვთ, რომ გულშემატკივრებთან ერთად, გამარჯვებას იზეიმებენ.
„მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს.
დიდი ხანია, ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს“, - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინელ ფეხბურთელებს უმასპინძლებს. მატჩი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არ უნდა გააკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ? - ეს ყველამ უნდა იცოდეს
🎥 ბუბა ჭოღოშვილი და ნანკა გვარიშვილი ერთმანეთს დაშორდნენ
⭕„სიმსივნე არ არის განაჩენი“ – ეს სიტყვები ყველამ დაიჯეროს! – ნინი ქარსელაძე მიმართვას ავრცელებს