Digest Logo

🎥 ბუბა ჭოღოშვილი და ნანკა გვარიშვილი ერთმანეთს დაშორდნენ

1731594115
ბუბა ჭოღოშვილი და  ნანკა გვარიშვილი

ქართულ შოუბიზნესში ცნობილი წყვილის, მომღერალ ნანკა გვარიშვილისა და მსახიობი ბუბა ჭოღოშვილის თანაცხოვრება არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. როგორც marao.ge ავრცელებს ინფორმაციას ისინი ერთმანეთის დაშორდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობაზე ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, რომ წყვილს საერთო ფოტოები სოციალურ ქსელებში აღარ უდევთ. ცოტა ხნის წინ ქართული მედიაში ნანკა და ბუბას თანაცხოვრებაზე სიუჟეტი გავიდა, ისტორია ახალგაზრდა წყვილზე, რომლებმაც ქალაქიდან შორს, სოფელ დიდგორში გადაწყვიტეს რვა ძაღლთან და ორ კატასთან ერთად ოჯახის შენება. როგორც ისინი სიუჟეტში ამბობდნენ, ქალაქგარეთ ცხოვრება ორივეს ოცნება იყო და ამ მიზნის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთეს. მიუხედავად ბევრი სირთულისა, სიყვარულის დახმარებით ყველაფერი შეძლეს.

ნანკამ სწორედ თეატრში გაიცნო მისი რჩეული, ასევე ცნობილი მსახიობი, ბუბა ჭოღოშვილი. ბუბას პერსონაჟს პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ბევრი იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის უფრო აქტიურად თეატრში თამაშობს.

„ერთმანეთი „ახალ თეატრში“ გავიცანით, სპექტაკლის „მე გადმოვცურავ ზღვას“ დადგმისას. ერთ დღესაც, შუა „პრაგონის“ დროს, გვერდზე მიდგება და მეუბნება, დღეს წამო, სადმე ვჭამოთო. მეთქი, ღმერთო... რვა ძაღლი გვყავს და ჩვენს მრავალფეროვან ცხოვრებას ისინი უფრო ამრავალფეროვნებენ...“, - ამბობდა ნანკა.

მომღერალ ნანკა გვარიშვილს ფართო აუდიტორია პროექტიდან „დიდი სცენა“ იცნობს. გოგონამ მომხიბვლელი გარეგნობითა და განსაკუთრებული მონაცემებით მალევე დაიპყრო როგორც ჟიურის, ისე მსმენელის გულიც.

ნანკას მუსიკის მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი, თუმცა ეს მისი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის - ახალგაზრდა და მშვენიერი მუსიკოსი ასევე წარმატებული მსახიობია და მას youtube-ზე საკუთარი გადაცემაც აქვს. 

ცნობისთვის, ბუბამ ნანკას ხელი გასულ წელს თხოვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დავიბადე კავკასიონის მთების უკან, პატარა სამოთხეში...“- გაიცანით 80 წლის ლილი მურთაზაშვილი, რომელიც მატყლის დამუშავების საუკუნოვან ტრადიციას ინახავს

„კიდევ ერთი მაგარი ბიჭი დაკარგა ბორჯომმა...“ - ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 „წარმატებები ძმებო...“ - გიორგი მამარდაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი საზოგადოებას მიმართავენ