გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალები? - კვების მოულოდნელი წესები, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით
⭕„მე მიყვარხარ ისევ“ - მაკა ზამბახიძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს
🎥 ცნობილი შეფმზარეულის გურამ ბაღდოშვილის ხაჭოს პასქის რეცეპტი