
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, მენესო, დოლასქედი, წიფორი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-იდან 10:05 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში ავჭალის მასივში, მშრალხევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე დღეს წვიმამ დამაღონა“ - თამარ კოტეტიშვილისა და რატი მეზვრიშვილის დუეტი