
ენგურჰესის ადმინისტრაციის განცხადებით, სოციალურ ქსელებსა და რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებული ცნობები, თითქოს ღვარცოფმა ჰესს ზიანი მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს.
„ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.
შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დათვლა დაწყებულია...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს
⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
⭕ „ცოტა ხანში ბათუმიდან თბილისში ვბრუნდები, ვემშვიდობები ზღვას...“ - რას წერს გია მურღულია