Digest Logo

„ცოტა ხანში ბათუმიდან თბილისში ვბრუნდები, ვემშვიდობები ზღვას...“ - რას წერს გია მურღულია

1760965587
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.

„ცოტა ხანში ბათუმიდან თბილისში ვბრუნდები - ვემშვიდობები ზღვას.

არ შეიძლება, მის მიმართ გულგრილი იყო:

ის დაუნახველი ზღვარია.

ის სისავსეა.

ის იდუმალი შთაგონებაა.

ის გეუბნება, რომ არსებობს რაღაც შენზე გაცილებით მეტი, რომელსაც შენი სული იტევს.

ის გამცნობს, რომ სიმშვიდეში ბობოქარი ღელვაა და პირიქით: აზვირთებაში - სიწყნარე.

ის გიყვება სამყაროს ამბავს ოდნავ ხმაურიანი დუმილით.

ის შენია და უშენოც.

ის სხვადქმნილი შენ ხარ.

ის გაჩვენებს, რა უკიდეგანო შეიძლება იყოს ადამიანის სული, როდესაც ის ღმერთზე ფიქრობს.

ის დაიბადა და არასდროს კვდება - ასე იქნება სამყაროს დასასრულამდე.

და ის ... ..უბრალოდ ზღვაა, რომელსაც განმარტებები არ სჭირდება.

ნახვამდის, ზღვაო.

შენ მაშინაც გვერდით ხარ, როდესაც ახლოს არ ხარ. შევხვდებით კიდევ,“ - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თითქოს შემოდგომა კიდევ ერთხელ გვეტყვის: „არ გტოვებთ ჯერ, არა...“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

რატი გაჩეჩილაძემ და კარინა ლისენკომ შვილი გააქრისტიანეს - ფოტოები ემილიას ნათლობიდან

🎥 მარიამ ბელქანიას წინასწარმეტყველება, რომელიც რამდენიმე დღეში ახდა - „ვინც შემოდიხართ და მლანძღავთ ყველას ასე სახეზე აგაკრავთ მტკიცებულებებს“