
ლიზა ჩიჩუა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილია. 23 წლის ულამაზესი გოგონა მომღერალი გახლავთ. იგი ტელეწამყვანის და ბიზნესმენის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ 2 შვილი ჰყავთ.
ლიზა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ლიზამ დედასთან ქეთი ასათიანთან ერთად გადაცემაში „მიმღერე“ - სიმღერა სახელწოდებით „ამაღამ“ შეასრულა, რომელთანაც აკომპანირებას „თბილისური კვარტეტი“ უწევდა.
სიმღერის კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე გახლავთ.
დედა-შვილის ნამღერმა საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„სილამაზე, ნიჭიერება, გემოვნება, ყველაფერია შერწყმული ამ დედა-შვილში, მით უფრო თბილისურ კვარტეტთან ერთად. იხარეთ!“,
„დედაშვილობა რომ ღვთიური ერთობაა და კიდევ ასეთი ჰარმონიით შეზავებული, სილამაზე, სილაღე, ენით გამოუთქმელი მშვენიერება, გმადლობთ, რომ ასეთები ხართ“,
„ძალიან მომწონს ეს ოჯახი დედა შვილი ხომ ნიჭიერებაა“,
„საოცრება ხართ ყველა“, - წერენ კომენტარებში.
სიმღერის შესრულება ნახეთ ვიდეოში 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს მია გზირიშვილი?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით