Digest Logo

🎥 „ექიმებს ვუთხარი, სულელები ხართ, რაც არ მაქვს რა უნდა შემერყეს-მეთქი“: რას იხსენებს გივი სიხარულიძე

1790235639
გივი სიხარულიძე

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გივი სიხარულიძემ, რომელიც გადაცემაში „პოსტ ალიონი“ სტუმრად იმყოფებოდა, თავისი ჩვეული იუმორითა და გულახდილობით ევროპული მოგზაურობისა და ცხოვრებისეული კურიოზების შესახებ ისაუბრა:

„საბერძნეთის კუნძულებზე ვიყავი დასასვენებლად, ძალიან ბევრი ქართველი შემხვდა სითბოთი და განსაკუთრებული ოვაციებით. იქამდე შვეიცარიაში ვიყავი, ჩემი ბიჭი ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მეუღლით და შვილებით, სიდედრიც წამოიყვანა, ოქროს ქალია.

5 დღე გავატარე შვეიცარიაში, ალპებში. ბავშვობიდან მეზიზღება ასო-შ იმიტომ, რომ შრომა იწყება შ-ზე. კუს ტბაზე რომ დავდივარ ხოლმე, იქ ერთი ქალი ზის , საშინლად მიყურებს ხოლმე. იმას რომ ვნახავ -  ის დღე თარსია. კიდევ კარგი აქტიური „პედარასტი“ არა ვარ. 

მე მოვყევი ადრე ძალიან სერიოზულ ავარიაში, ყველას ეგონა მოვკვდებოდი. ყველას უკვირდა ყველაფერი დამტვრეული აქ და ტვინის შერყევა რატომ არ მიიღოო. ექიმებს ვუთხარი: სულელები ხართ, რაც არ მაქვს რა უნდა შემერყეს მეთქი“, - გაიხსენა გივი სიხარულიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ოთარ კიტეიშვილი – „ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ“

⭕ „ნუ დაკარგავთ ინდივიდუალობას...“ - მზე სასწორში: ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ „შესაძლოა ძალების დაქვეითება...“ - 24 სექტემბრის ენერგიები