Digest Logo

🎥 „ექიმის დაუკითხავად დავიწყე კეთება, დავიკელი 15 კილო და ვარ ბედნიერი, მუცელი აღარ მაქვს“ - თემურ თათარაშვილი გასახდომ პრეპარატზე

1793824828
თემურ თათარაშვილი

მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.

სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:

„ექიმის დაუკითხავად დავიწყე ამ პრეპარატის კეთება. მაქვს დიაბეტი და ვიცოდი, რომ დიაბეტზე კარგად მოქმედებს. მივიღე ფანტასტიკური შედეგი, მერე ვუთხარი ექიმს და ექიმმა მითხრა, ყოჩაღ, რომ გადახვედი ამ პრეპარატზეო. 

მეგონა დამიშლიდა და არ მომცემდა უფლებას გაკეთების, გავბედე. დავიკელი 15 კილო და ვარ ბედნიერი, რადგან მუცელი აღარ მაქვს“, - ამბობს თემურ თათარაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რამ გადააწყვეტინა ციცინო შურღაიას გასახდომი პრეპარატის გამოყენება?

🎥 „ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო, მქონდა საშინელი ტკივილები, გავიკეთე ოპერაცია“ - რას ამბობს თამთა ბეგიაშვილი გასახდომ პრეპარატზე

🎥 „ჯამში დავიკელი 32 კილო, მირჩევნია, გამოვიყენო რაღაც დამხმარე ხელსაწყო და არ ვიყო სტრესში“ - ნინა სუსლოვა

✕