მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარ პირად ცხოვრებაზე, ოჯახსა და მეუღლესთან დაშორებაზე ისაუბრა:
„მე ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. ჩემ შვილებს ძალიან კარგი გენი აქვთ. მისი დებიც განათლებულები იყვნენ. ერთ სიტყვას ვერავინ ვერ მათქმევინებდა ცუდს მათზე. ცოცხალია მეუღლე და სხვა ოჯახი ჰყავს. სოფელმა გულში ჩამიკრა. მათ თვალწინ გაიზარდნენ ჩემი შვილები.
ბავშვებს გული წყდებოდათ, როგორ გაგვიმეტეს მარტოობისთვის და უკვირდათ, როგორ არ დამცდებოდა ერთი ცუდიც კი მათზე. ვერავინ გაბედავდა ჩემ ქმარზე ცუდს და არც ვაბედინებდი. მოკლედ ვერ ჩავჯექი დედამთილის სტანდარტებში. როცა ის ოჯახი დავტოვეთ ვიყავი გიგაზე ორსულად. ვერ მიმიღო დედამთილმა. მისი გავლენით მოხდა ეს ყველაფერი. მე ძალიან მიყვარდა ჩემი ოჯახი, მამამთილზე მზე და მთვარე ამომდიოდა. 24 წლის ვიყავი რომ დავშორდით.
კენჭის გავლა მქონდა გიგაზე ორსულობისას. 6,5 თვის ორსული ვიყავი. ექიმმა მეუღლეს უთხრა რომ ორსულობა უნდა შემეწყვიტა, ჩემი ოჯახი კი ამის წინააღმდეგი იყო. არადა ამ დროს არანაირი კვლევა არ იყო ჩატარებულა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩვენი ოჯახის გაწყვეტის. შემდგომ ამ ექიმმა თქვა, რომ ბავშვი ფიზიკური ნაკლით დაიბადებოდა, ჩემმა ძმამ კი განაცხადა, რომ ამ ბავშვს თვითონ დაიტოვებდა, თუ კი მას ფიზიკური ნაკლი ექნებოდა“, - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: