Digest Logo

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

1776343557
ბოტანიკური ბაღი

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის.

ბოტანიკურ ბაღში არსებული ისტორიული იასამნების საკოლექციო ნაკვეთი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ იასამნების კოლექციას წარმოადგენს.

1970 წელს შექმნილი და 2019 წელს განახლებული უნიკალური კოლექცია ასახავს ქვეყნის ბოტანიკურ მემკვიდრეობას და მრავალწლიანი კვლევისა და მოვლის შედეგს. იასამნების მრავალფეროვნება, სურნელი და გაზაფხულის ფერები ბაღს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

იასამნების საკოლექციო ნაკვეთი ბაღის ცენტრალური შემოსასვლელიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დამთვალიერებლებს ადგილზე სპეციალური მანიშნებლები დახვდებათ, რომლის საშუალებითაც სირინგარიუმში აღმოჩნდებიან.

ეროვნული ბოტანიკური ბაღი იასამნების ყვავილობის სანახავად დამთვალიერებლებს მაისის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🌑 17 აპრილი: სამეფო ახალმთვარეობა და ფინანსური გადატვირთვა - რა არ არის რეკომენდებული ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 მარიკა ბაკურაძეს დაბადების დღე კოლეგებმა პირდაპირ ეთერში მიულოცეს - „მადლობა, რომ ხარ ჩვენი გუნდის წევრი...“

„ადამიანები, რომლებსაც უჭირთ საკუთარი გრძნობების ამოცნობა, გამოხატვა ან სიტყვიერად გადმოცემა, მიმართავენ სხეულზე ორიენტირებულ ქცევებს“ - ფსიქოთერაპევტი ფრჩხილის კვნეტაზე