Digest Logo

„ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, ცხენისწყლის ხიდიდან არიან გადავარდნილები“ - ახალი დეტალები ხონში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 3 მოზარდი ემსხვერპლა

18 აპრილი 18:18
ავარია_ ავტოსაგზაო შემთხვევა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა უმძიმესი შედეგით დასრულდა. როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი, რომლის საჭესთან არასრულწლოვანი იჯდა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ხონი მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე ხიდიდან გადავარდა. საუბედუროდ, ადგილზე დაღუპულია 3 არასრულწლოვანი, 2 - კი მძიმედ დაშავებულია და კლინიკაში იმყოფებიან. ყველა შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ.

„საშინელი ტრაგედიაა მომხდარი, ყველანი არასრულწლოვანები არიან, თანაკლასელები როგორც ვიცი. თურმე ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, ის იჯდა საჭესთან და მანქანაში იყვნენ მისი მეგობრები. ცხენისწყლის ხიდიდან არიან გადავარდნილები. ამბობენ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა მანქანაო, ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდნენ ხიდიდან. სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი, ორი კლინიკაში რჩება, სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს ისინი. როგორ შევიტყვე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მოტეხილობები არ აქვთ და ექიმები მათი გადარჩენის იმედს იძლევიან. წარმოუდგენელია არ განიცადო ადამიანმა ასეთი დიდი ტრაგედია. ერთი გარდაცვლილი, გვარად პირველია, მრავალშვილიანი ოჯახიდან, მეორე ბიჭი არის გვარად წვერავა, მესამე გარდაცვლილის გვარი არ ვიცი სამწუხაროდ. ისინი თანაკლასელები არიან, ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას"- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის წერილია, ყველა განიცდის მომხდარს. ერთ ერთი წერს, „სკოლის ბოლო ზარისთვის ემზადებოდით, ბავშვებო, სად გეჩქარებოდათ ასე, სად?" 

კიდევ ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ შეესწრო კლინიკაში როგორ შეიყვანეს დაშავებული არასრულწლოვანები, ერთი დაშავებული ვნახე მთლად სისხლში იყო, ქუთაისის საავადმყოფოში მოიყვანეს, ღმერთს ვთხოვ გადარჩეს" - წერს ის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ პერიოდში ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები, რადგან მოსალოდნელია ფინანსურ ბაზარზე ძლიერი რყევები და რომელიმე დიდი კომპანია გაკოტრების წინაშე დადგეს “ - მარსი ლომში, ასტროლოგიური ანალიზი და რამაზ გიგაურის პროგნოზი

🎥 „ეს მე ღმერთმა დამაკისრა და ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია“ - უფლის „დამტირებელი“ ნაირა ნაჩხატაშვილი

⭕„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ - გურამ დოჩანაშვილის განმარტება

წყარო: kvirispalitra.ge