Digest Logo

ერთა ლიგა - რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ნიკა გაგნიძე მიიწვია

1794291337
რამაზ სვანაძე

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემადგენლობა შეკრიბა და ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო, ამასთან მანდ ნაკრებში ერთი მოთამაშე დაამატა.

ეროვნულ გუნდში გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან პირველ დღეს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 16-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის გუნდში კიდევ ერთი მოთამაშე მიიწვია – უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინული „კოლოსის“ საყრდენი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე შეუერთდება.

გუნდს 10 ნოემბრიდან დაემატებიან გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 9-15 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებული წარმატება ელოდება - „ ახალი შანსების გამოყენებას არ მოერიდოთ“

წყარო: 1tv.ge

✕