
„ერთობა, სიყვარული, მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ერთმანეთის პატივისცემა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ბოლნისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე „ქრონიკას“ განუცხადა.
„რეგიონში გზავნილია - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, სიყვარულით, ერთობით, დამოუკიდებლობით ევროპისკენ! ერთობა, სიყვარული, მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ერთმანეთის პატივისცემა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ხალხსაც ყოველთვის ვუზიარებ ჩემს პოზიციას“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება ბოლნისშიც მიმდინარეობს. მაყურებლის განწყობაზე ზრუნავენ რეზო და ბავშვები, რომა რცხილაძე და მარიამ მამისმედიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ გველესიანმა 30 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა – კადრები დაბადების დღიდან