18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
20 სექტემბერს კი, პროკურატურამ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტის ჩართვას ეხმაურება:
„ეს არის მათთვის ტრაგედია, მეტი არაფერი. აბა გაბედეთ და შემომივარდით ვინმე კოლეგიალურობის ეგიდით“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: