„ეს ჩემი მესამე გაზაფხულია, როცა ძლივს მახსოვს რა დღე და რა თვეა“, - უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, ფეისბუკ გვერდზე მუსიკის ვიდეოს აქვეყნებს, რომლის ავტორი და შემსრულებელი თავადაა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან თითქმის სამი წელი გავიდა. საინტერესოა, აღნიშნული სიმღერა მან საყვარელ მამაკაცს მიუძღვნა თუ არა? თუმცა მისი განმარტება ბუნდოვანია.
„იცით, რომ გაზაფხული უკვე ჰაერშია? ეს ჩემი მესამე გაზაფხულია, როცა ძლივს მახსოვს რა დღე და რა თვეა. მაგრამ ეს სიმღერა იმის შეხსენებაა, რომ თითქმის გაზაფხულია“,- წერს იასკო.
მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად ლიზა იასკოა.
„ეს თავისუფლება, ეს თავისუფლება, ეს თავისუფლება შენ ხარ..!!!
ეს თავისუფლებაა შენში...“,- ჟღერს მუსიკის ტექსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში