Digest Logo

„ეს ფრე ჩემთვის დასანანია, ახლოს ვიყავით მოგებასთან“ - ხვიჩა კვარაცხელია

1700167493
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ შეხვედრა მისთვის დასანანი ანგარიშით დასრულდა. 

„შედეგით არ ვართ, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. დასანანია ეს ფრე ჩემთვის. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ წინ კიდევ მნიშვნელოვანი თამაშია ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც განვიცადეთ და გვინდა, რომ იქ ჩავიდეთ, ღირსეულად დავიცვათ ჩვენი ეროვნული ნაკრები და დავამტკიცოთ, რომ ის თამაში იყო უბრალოდ გამართლება და უბრალოდ, არ იყო ჩვენი დღე“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიასთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა, თუმცა, მეტოქე გუნდმაც შეძლო ორი ბურთის გატანა და შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შურიანი ხალხი არ გიყვართ, ხო? არადა, რა ტყუილად. შური აღტაცების ყირამალაა!“ - ლალი გუშიკაშვილი ლელა წურწუმიაზე

🔵 🎥 ნუცა ბუზალაძის და ამიკო ჩოხარაძის სიმღერაზე მარიამ მათიაშვილი და ანა ქორიძე აცეკვდნენ

🔵„ვიცი, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს“ - გიორგი ნაზღაიძემ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და ვაკეში ბინა იყიდა