„იმედის“ მაყურებელმა, 22 დეკემბერს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მე-7 ეპიზოდი იხილა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 4 თოჯინა: ბროწეული, მინოტავრი, ფარშევანგი და ლაზიერი წარდგნენ. მათ დღევანდელ ეპიზოდში ერთმანეთთან დუეტებიც შეასრულეს.
გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: მინოტავრი და ფარშევანგი. ისინი გადავიდნენ ფინალში.
დარჩენილი ორი თოჯინადან - ბროწეულსა და ლაზიერს შორის, ჟიურიმ მეგაშოუში ლაზიერი დატოვა. ბროწეულის ნიღაბი მარიკო ებრალიძეს ჰქონდა მორგებული.
მან „იმედის დილის“ ეთერში პროექტის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით პროექტის დატოვებაზე ძალიან დაწყდა გული.
„პროექტის დატოვება ძალიან მეწყინა, სულ მინდოდა ეს გაგრძელებულიყო. ზუსტად ეს იყო ჩვენი მისია, ვერ გამოვეცანი ვერავის და მიხარია, რომ ეს ასე მოხდა. ჩემ გარშემო არავინ იცოდა პროექტში, რომ ვიღებდი მონაწილეობას, ყველას წინა სეზონებში ვეგონე, თუმცა წელს ეჭვი არავის გასჩენია.
ეს იყო საოცარი მოგზაურობა, კოსტიუმს რომ ჩავიცვამდი ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ენერგიას და მოძრაობის დირექტივას ჩემი კოსტიუმი მაძლევდა“, - ამბობს მარიკო ებრალიძე.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველოს მარგალიტო“ - სოფო ბედია წინასაახალწლო კონცერტიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს