Digest Logo

„ეს იყო სრულიად არასწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს არასოდეს არ არის გამოსავალი“ - გიორგი კეკელიძე

1678907145
გიორგი კეკელიძე

„მე ამ შემთხვევაზე ვლაპარაკობ არა მხოლოდ ჩემი თავის გამო, არამედ დანარჩენი ადამიანის გამოც, რომლებიც დღეს იტანჯებიან ამგვარი მენტალური დაავადებებით“ - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გადაცემაში „მხოლოდ ნანუკასთან“ ისაუბრა.

🎥 „ჩემს სუიციდთან დაკავშირებით პირველად ვისაუბრებ. ერთის მხრივ მე გადაწყვეტილი მქონდა ამის გაკეთება, მაგრამ მეორეს მხრივ იყო გზავნილი - მოდი, გადამარჩინე!“ - გიორგი კეკელიძე

მისი თქმით, ადამიანი როდესაც სუიციდზე ფიქრობს, მის გონებაში ორი დიდი ემოციის შეჯახება ხდება.

„ამ დროს შენ თავში ორი დიდი ემოცია ეჯახება ერთმანეთს. ერთი არის, ის რომ შენ ვერ უძლებ ამ ყველაფერს და ამ ობსესიუ აზრზსს, შიშს, ტკივილს ვერ უმკლავდები და გაქცევა გინდა და მეორე მხრივ გინდა, რომ ვიღაცამ გადაგარჩინოს“ - ამბობს გიორგი კეკელიძე.

მან გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება.

„ეს იყო სრულიად არასწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს არასოდეს არ არის გამოსავალი. ჩვენ ადამიანებს, ვისაც განუცდია ეს ტანჯვა, იცის რომ ეს სწორი მკურნალობის შემთხვევაში არის დროებითი“ - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

ცნობისთვის, 2022 წლის მაისში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თვითმკვლელობა სცადა. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი და ახლობლებს ემშვიდობებოდა. მწერალი წერდა, რომ დიდი ხანია ებრძოდა დეპრესიას და აღარ სურდა სიცოცხლის გაგრძელება. ის ნაცნობებს და ახლობლებს დაემშვიდობა და პატიებას სთხოვდა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„აქ რა ხდება? რა კარგი წყვილი ხართ“ - შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

🔘 🎥 გაიცანით წყლის ჭავლთან მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით - „მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ეს დღე­ე­ბი ხალ­ხი შე­მო­დის, მადლო­ბას მიხდიან“

🔘„ყველაფერი ჩემი თვალით რომ მენახა, ალბათ უფრო საშინელება იქნებოდა ჩემთვის“ - ლიზა ყენია მამის დაკრძალვაზე