
მსახიობი ნანა დათუნაშვილი სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა, სადაც შვილებსა და მეუღლეზე ისაუბრა:
„პრემიერა როცა გვქონდა ერთმანეთს შენიშვნებს სულ ვაძლევდით. ლეილა შოთაძეს ვთხოვდი ხშირად, რომ რჩევები მოეცა. „მეფე ლირში“ თამაშობდა და პარტნიორი იყო ლეილა შოთაძე. კარგი იყო შესახედავად სპექტაკლის დროს და ისეთი როლი ჰქონდა თითქოს ლეილა უყვარდა. მე ვუყურებდი და ერიდებოდა. ვეუბნებოდი - მოეხვიე კაცი არა ხარ მეთქი? ლეილასაც ვუთხარი - სირცხვილია სცენაზე მეთქი.
საშინელი ეჭვიანი ვიყავი, პარტნიორზე არასდროს მიეჭვიანია, მაგრამ იყვნენ ისეთებიც ვინც ახტებოდა. სცენაზე ვდგავარ სოსო მოვიდა კულისებში, გავიხედე და ვხედავ ყველა ეპრანჭება. კულისებში დაიმალნენ რომ არ დამენახა, მაგრამ მაინც მოვკარი თვალი. გამოვედი დავიჭირე და რას ბედავ მეთქი. სერიოზული არაფერი ყოფილა მაგრამ ეს კაცი იყო ჩემი ყველაფერი და მას არავის დავუთმობდი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი სიყვარული შემხვდა ცხოვრებაში და ორივემ სუფთად გავიარეთ“, - ჰყვება ნანა დათუნაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: