შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
როგორც ცნობილია დათი გაკვეთილებს ონლაინ ესწრება. დედა ქრისტინე მამუკაშვილი ამბობს, რომ ეს კვირა გაკვეთილებზე ვერ შევიდა, რადგან ტკივილები ჰქონდა.
„ამ ეტაპზე, სიახლე არ გვაქვს. ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ინფექციების ეშინიათ და ხელს ვერ ჰკიდებენ... რა თქმა უნდა, მოვიწყინეთ, სახლში უნდა, მაგრამ ჯერ ვერ მოვდივართ“ - ამბობს დათის დედა.
- როგორ სწავლობს, ხომ არ ზარმაცობს?
- აი, მაგალითად, ეს კვირა გაკვეთილებზე ვერ შევიდა... ტკივილები ჰქონდა და დილამდე ვერ იძინებდა... ხან ასე ვართ, ხან ისე.
- რა ენატრება ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად ენატრება სახლი, თავისი ძმები და თავისი საყვარელი ძაღლი....
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: primetime.ge