Digest Logo

„პოლიციის მაიორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა“ - დაცვის პოლიციის სამძიმარი

1706611763
 დაცვის პოლიცია

30 იანვარს ჭავჭავაძის გამზირზე ცხედარი იპოვეს, როგორც ცნობილი ხდება გარდაცვლილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვალერიან გოგატიშვილია.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში დაცვის პოლიციის უწყება გამოეხმაურა და სამძიმრის საჯარო პოსტი გამოაქვეყნა:

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­მა­ფა­სებს მის გვერ­დით თავს ბედ­ნი­ე­რე­ბად ვიგ­რძნობ, რა­ტო­მაც არა“ - ელენე ფოჩხუა პირადზე

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2024 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები ელით

„თავიდან თითქოს დავეცი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და ფეხზე წამოვდექი“ - რას წერს ოზურგეთში ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა