მომღერალმა ელენე ფოჩხუამ ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, სადაც თქვა, რომ ბედნიერებას ყველა ქალი იმსახურებს.
- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით? არის თქვენს გვერდით ადამიანი?
- ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ -მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. ბავშვები იზრდებიან თავიანთი გზა აქვთ გასავლელი. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დამაფასებს მის გვერდით თავს ბედნიერებად ვიგრძნობ, რატომაც არა. მეც მაქვს ბედნიერების უფლება. არასოდეს დამიშავებია ჩემი ოჯახის წინაშე რამე და არც არასოდეს ჩავიდენ ისეთ რამეს, რომ შვილებს და განსაკუთრებით მშობლებს ჩემი შერცხვეთ. ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას.
- ელენე, ორ შვილს ზრდით მარტო, ქალისთვის ადვილი არაა ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა. როგორ ახერხებთ?
- როცა ოჯახი მქონდა მაშინაც დიდწილად ჩემზე იყო ეს პასუხისმგებლობა. არ მინდა უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ მეუღლეზე მეტი შემოსავალი მქონდა. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ. ხან ასე ხდება ხან ისე. ასე რომ ამ გარემოებას შეჩვეული ვიყავი და არ შემშინებია როცა მივხვდი, რომ მარტოს უნდა მიმხედა შვილებისთვის. ყველა ქალს შეუძლია დამოუკიდებლად გაიტანოს თავი. ბოლოს და ბოლოს სახლს დაულაგებს ვინმეს და შვილებს საჭმელს მოუტანს.
ქალები ძალიან ძლიერები ვართ, ქალი რასაც გაუმკლავდება ფინანსური გაჭირვების დროს, კაცი იმდენს ვერ შეძლებს. არ არის მარტივი გადასახადები ბავშვების სწავლა და ათასი წვრილმანი. გარდა ამისა პასუხისმგებლობაა დიდი. ჩემი გოგო გარდატეხის ასაკშია და თავისებური მიდგომა ჭირდება. ბიჭი პირველ კლასშია და მას სხვაგვარი ყურადღება უნდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2024 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები ელით