გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტის გმირი ნანა ექსეულიძე იყო, ქალის, რომელიც გზას თოკებით მიუყვება.
ნანამ მხედველობა 6 წლის ასაკში დაკარგა. დღეს იგი სოფელ გეზრულში მარტო, სხვის სახლში ცხოვრობს. ფერმამდე მისასვლელ გზას გაჭიმული თოკის დახმარებით მიჰყვება.
ასე იმახსოვრებს ბილიკებს სახლის გარშემო, საკუთარი სახლი და ფერმა ნანას მთავარი ოცნებაა, როგორც იგი ამბობს „დანარჩენს თავად მიხედავს“.
„ეს თოკები ჩემი თვალებია, მივყვები, როგორც მხედველი ადამიანი, ვიცი რომ იქ არაფერი დამხვდება და გადავადგილდები. ყველამ იცოდა, რომ ეს თოკები არ უნდა გაეწყვიტათ. იცოდნენ, რომ ჩემი მეგზური იყო. ჭიშკრიდან - საღორემდე მიდის, ჩემი ღობიდან - ფერმის კარამდე.
შვიდი წლის ვხვდებოდი, როცა ყივანახველა ბატონები დამემართა, ანთებაში გადამივიდა და ორივე თვალში ერთად ჩამიქრა სინათლე.
ჩემი სახლი თუ მექნება, ცისფრად შევღებავ... ჩემი მთავარი საფიქრალია, ერთი პატარა, საკუთარი ოთახი მქონდეს სოფელში“,- ამბობს ნანა ექსეულიძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „ქართული სილამაზის ძალა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
⭕ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა მამის გვარზე უარი თქვა