
„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უამრავ დადებით ემოციას იმსახურებს.
იგი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად გვიზიარებს ცხოვრებისეულ სიახლეებს.
ამჯერად იგი უცნობ ბიჭებთან ერთად ფოტოს აქვეყნებს და ისტორიას გვიზიარებს.
„გუშინ, კონცერტის შემდეგ, რაჭიდან მარტო მოვდიოდი, ვტკბებოდი ლამაზი ბუნებით და ამასობაში, გზა ამრევია.
გზად 3 ბიჭი შემხვდა, თევზაობიდან შინ ბრუნდებოდნენ და სახლამდე დამემგზავრნენ. წესიერი, მშრომელი, კეთილი, ლაღი ბიჭები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე.
ლუკა, ტარიელი და მათე, შევპირდი, რომ ამ ფოტოს დავდებდი.
მიხარია, რომ გზა ამერია და ამ გზაზე თქვენ გაგიცანით, სიკეთით სავსე ბიჭებო, ბედნიერები იყავით“,- წერს ბაბი კირკიტაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: