Digest Logo

„ესეც არის წამების ფორმა“ - გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში მისი შვილი არ შეუშვეს

1677326974
გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მოსანახულებლად  მისი შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი არ შეუშვეს.

🎥 პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მორიგ კადრებს აქვეყნებს

„შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, უარი არ არის, არც თანხმობაა, მაგრამ შემდეგ უკანასკნელ მომენტში უარია, ესეც არის წამების ფორმა. არავითარი მიზეზი არ იყო, ახსნა-განმარტებას არ ვიღებთ, უბრალოდ არ უშვებენ და მორჩა“, - აცხადებს ალასანია.

ამასთან, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას მუდმივად აქვს ტემპერატურა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, კულტურის სამინისტრო კი სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს

🔵მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

🔵„ეს შემზარავი ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მესიჯი მივიღე…“ – ალეკო შუღლაძე