Digest Logo

ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ავაჟღერო საქართველოს ჰიმნი

1791310211
ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მსოფლიო ჩემპიონატამდე ორიოდე კვირით ადრე მივიღე დაზიანება. ნეკნი ცოტა გაბზარული მქონდა.

გული მწყდება, რომ ოქროს მედალი ვერ მოვიპოვე, რადგან ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. შეიძლება იმაზე უკეთეს ფორმაშიც, ვიდრე შარშან.

მინდოდა, კიდევ ერთხელ მომეგო მსოფლიო ჩემპიონატი, კიდევ ერთი ისტორია დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა. ცოტა გული მწყდება, მაგრამ წელს თუ მეორე ადგილი დავიკავე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ ავაჟღერო საქართველოს ჰიმნი“, - განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 ეთერ ლიპარტელიანის ემოციები დაჯილდოების დროს - ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

⭕ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია

🎥 როგორი იქნება ოქტომბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - ნინა სუსლოვა ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

✕