Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია

1791298383
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში კანადელი ლიამ დრაქსლი დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი წააგო, რის შემდეგაც თამაშის ტემპს მკვეთრად მოუმატა და დარჩენილ ორ სეტში თავისი ჩაწოდება არ დაუკარგავს, ხოლო მეტოქეს ორი ჩაწოდება აართვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 124-ე ადგილზეა. გასულ კვირას მან ჩენგდუს 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზა და ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

🎥 როგორი იქნება ოქტომბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - ნინა სუსლოვა ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

✕