მწერალი დათო ტურაშვილი „ფორმულას“ ეთერში ე.წ. აგენტების კანონის განხილვისას ემოციები ვერ შეიკავა და გაბრაზებით საუბრობდა.
ამის შემდეგ ის ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინგა სამხარაძემ გაავრცელა, მოგვიანებით კი გიორგი კეკელიძემ ფეისბუკზე ამასთან დაკავშირებული პოსტი გამოაქვეყნა.
„ეთერიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტურიკა!
თქვე ჩმორებო - მიხეილ ყაველაშვილო, დავით კაჭარავა!!! თქვე მონებო!“, - წერს ინგა სამხარაძე.
„ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო, ძლიერი ნერვული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
„ქართული ოცნება“ თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა იარაღს დაახლი, თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას. დღეს მე რასაც ვუყურე ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია.
ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება. #მე17სართული და #ფორმულა არ გაჩერდება როგორც არ უნდა ეცადოთ“, – წერს სოფიო ხუნწარია სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომატყუეს და გადამაგდეს. ბოდიშს გიხდით!“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ვარდოსანიძე