„ინსტაგრამზე შემეხმიანა ადამიანი, მთხოვა, რომ ყველა მბლოკავს და გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთო. 380 ლარი უნდა მეორად ეტლსო და ბავშვისთვის აღარ გვაქვს ეტლიო. გუშინ დავდე ვიდეო და ვითხოვე თანხის შეგროვება“ - ამის შესახებ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ უცნობი ქალი შშმ პირი შვილისთვის დახმარებას სთხოვდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება იტყუებოდა.