მოდელი და ჟურნალისტი თიკო ნატროშვილი ქმარსა და სამ შვილთან ერთად უკვე დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს.
ჟურნალ „თბილისელების“ კითხვაზე, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ გამარჯვებად ცხოვრებაში, ის პასუხობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ეტლით მოსარგებლე შვილისთვის ყველა საჭირო პირობის შექმნაა:
„ჩემი შვილის, კახისთან მიმართებაში მიღწეული გამარჯვება. კახი ეტლით მოსარგებლეა, მე ამაზე ბევრი მისაუბრია. ამის გაცნობიერება ურთულესი იყო, ეს ყველა მშობლისთვის ასეა, მაგრამ იმის გამო, რომ კახისთვის ბევრი რამ შევცვალეთ, მიმაჩნია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ემოციურად, იმიტომ, რომ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. კახიც ძალიან ბედნიერი ბიჭი იზრდება. მას შევუქმენით ყველა პირობა იმისთვის, რომ მომავალშიც ძალიან ბედნიერი იყოს. თუ შეძლებ, შვილს ბედნიერება აჩუქო, მიუხედავად მის ცხოვრებაში არსებული საკვანძო პრობლემისა, რომელიც პრობლემა აღარ არის და მდგომარეობად იქცა, ვფიქრობ, ეს გამარჯვებას ნიშნავს. კახის შშმ პირის ოფიციალური სტატუსი აქვს, მაგრამ ეს ჩვენს სახლში არ იგრძნობა. ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში მუდმივ პრობლემად არ დაგვეტოვებინა.
კახი ახლა მეოთხე კლასშია, მეხუთიდან გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას. უჭკვიანესი ბავშვია, სკოლაში დირექცია აღნიშნავს, კახის სახით, როგორც მოსწავლის, ერთი დიდი საჩუქარი გვყავსო და ვფიქრობ, რომ მომავალიც პერსპექტიული აქვს. ალბათ, მშობლებმა და გარშემო მყოფმა ადამიანებმა ერთად გავაკეთეთ ეს მისთვის. კახი რომ აქამდე არ მოგვეყვანა, შეიძლებოდა, მის სიცოცხლესაც კი საფრთხე დამუქრებოდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ მისთვის სტაბილური გარემოს შექმნით“, - ამბობს თიკო ნატროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
🎥 რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვმა სწავლის მიმართ ინტერესი დაკარგოს?
წყარო: fortuna.ge