Digest Logo

„მეგობრებს და ახლობლებს, ვინც ხართ ჩასაფრებულნი და მზად ხართ ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობის ან პასიურობის გამო გათელოთ, გაიაზრეთ, როგორ მარტივად შეიძლება ერთმანეთის დაკარგვა ამ განუკითხაობაში?!“ - თათა ვასაძე საზოგადოებას მიმართავს

1733729644
თათა ვასაძე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის გმობს და ემიჯნება ძალადობას, თუმცა ამბობს, რომ სოციალურ ქსელს ზოგადი, პოლიტიკური აზრების გასაზიარებლად არ გამოიყენებს.

„ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ.

სოციალურ ქსელს, განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, შეგნებულად არ გამოვიყენებ ჩემი ზოგადი, პოლიტიკური აზრების თქვენთვის გასაზიარებლად, გარდა იმისა, რომ ამისი სრული უფლება მაქვს, არც ვიცი რამდენი სიტყვა ეყოფა ჩემი თვალსაწიერიდან დანახულ ქართულ და მით უმეტეს მსოფლიო პოლიტიკას.

მეგობრებს და ახლობლებს ვინც ხართ ჩასაფრებულნი და მზად ხართ ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობის ან პასიურობის გამო გათელოთ, გაიაზრეთ როგორ მარტივად შეიძლება ერთმანეთის დაკარგვა ამ განუკითხაობაში.

ჩემი აზრით, სიყვარულის გარეშე, ყველა იმ მოძალადეებს დავემსგავსებით, გულებს რომ გვიხეთქავენ, ჯვარი გვწერია.

მტერს გარედანაც და შიგნიდანაც უხარია ჩვენი დანახვა დღეს. მშვიდობას და სიყვარულს ვუსურვებ ჩემს სამშობლოს და ყველას ვისაც ის სტკივა“, - წერს თათა ვასაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეცადეთ არ გაცივდეთ და არ აღმოჩნდეთ ინფექციური დაავადებების წინაშე, ფინანსური პრობლემები იჩენს თავს“ - როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს?

🎥 „ერთ-ერთი ურთულესი კვირაა, რთულდება მოლაპარაკებები, შემცირდება ურთიერთგაგება, ამიტომ აკონტროლეთ ემოცია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ