Digest Logo

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია 850 000 ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება“ - ირაკლი კობახიძე

1716191858
ეროვნული ნაკრები

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„იწყება ენერგიების შემოდინება, ბევრი კურიოზული სიტუაციები გველოდება წინ, კომუნიკაცია გამარტივდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

🎥 „ბედნიერებაა ასეთი ოჯახის ყურება“ - კახა კალაძე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „რა სასწაული ხარ შვილო“ - სანდრო გურგენაძის შესრულებული ინდური სიმღერა „Maa Tujhe Salaam“