Digest Logo

ევროპის გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

1793996073
ძიუდო

ძიუდოს ევროპის გუნდური (3 მამაკაცი, 3 ქალი) ჩემპიონატი, 7 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონია. კონტინენტის პირველობაზე მედლების მოსაპოვებლად 13 ნაკრები იბრძოლებს.

წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი პირველ რაუნდს გამოტოვებს. მეოთხედფინალში კი უნგრეთსა და ბელარუსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთის ან იტალიის ეროვნული გუნდი იქნება. საქართველო 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

კაცები

(73 კგ) ლაშა შავდათუაშვილი, თენგო ზირაქიშვილი.

(90 კგ) ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი.

(+90 კგ) გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები

(57 კგ) ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.

(70 კგ) ნინო გულბანი.

(+78 კგ) სოფიო სომხიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - ვივიენი მძიმე გამოცდილებას იხსენებს

⭕ამ თარიღებში დაბადებულებს უახლოეს სამ თვეში მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები ელოდებათ - რას უკავშირებენ ნუმეროლოგები გარდამტეხ პერიოდს

🎥 „სიკვდილი მაქვს მიღებული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა“ - ავთანდილ ცქვიტინიძე ცხოვრებისეულ გარდატეხაზე და საკუთარ თავთან მიღწეულ ჰარმონიაზე

✕