Digest Logo

🎥 „სიკვდილი მაქვს მიღებული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა“ - ავთანდილ ცქვიტინიძე ცხოვრებისეულ გარდატეხაზე და საკუთარ თავთან მიღწეულ ჰარმონიაზე

1793978025
 ავთანდილ ცქვიტინიძე

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ საკუთარ შინაგან ტრანსფორმაციაზე, ასაკობრივ კრიზისსა და სიკვდილისადმი დამოკიდებულებაზე „მადისაღმძვრელ პოდკასტში“ ისაუბრა. დიზაინერის თქმით, მან წლების განმავლობაში ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე, რათა ცხოვრებისეული ეტაპები და გარდაუვალი პროცესები პანიკის გარეშე მიეღო.

როგორც ავთანდილი აღნიშნავს, გარდატეხის პერიოდი დაახლოებით 40 წლის ასაკში დაეწყო, როდესაც სიბერისა და „ვერაფრის მოასწრების“ შიშმა შეაწუხა:

„სიკვდილი მაქვს მიღებული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და არ ვარდები პანიკურ ატაკაში. სიკვდილი ისეთივე მოვლენაა, როგორც დაბადება და არ მაქვს ეს შიში. 

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამეზარებინა ძალიან ბევრი ვიმუშავე. ამაზე ვიმუშავე, როდესაც მქონდა გარდატეხის ასაკი 40 წლის, როცა დამეწყო მიუღებლობა ახალი ასაკის და მეგონა, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე და ვერაფერი ვერ მოვასწარი ცხოვრებაში - მაშინ, როცა ყველა მეუბნებოდა: „მეტი რა უნდა მექნა“. ამ ასაკში დავჯექი პირველად საჭესთან, დავიწყე სიგარეტის მოწევა და გააზრება, რომ აი დღეს, რომ მოვკვდე ვარ თუ არა კმაყოფილი, წამოვიდა პასუხები, რომ კი, და თითქოს სწორედ აქ გავუშვი ეგ თემა.

40-45 წლამდე მქონდა აბსოლუტური მზაობა, მქონდა ჩემი თავის მიმღებლობა, აღარავის ვუმტკიცებდი არაფერს, რომ ვარ მაგარი ტიპი რადგან ეს არ გაღელვებს იწყებ ცხოვრებას შენი თავისთვის ყოველგვარი მორგების და თამაშის გარეშე“, - ამბობს დიზაინერი.

ნახეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გოჭი მყავდა პირველ ადგილზე, თუმცა ამ ბოლო დროს ხინკალმა გადაუსწრო“ - რას ჰყვება ავთანდილ ცქვიტინიძე საყვარელ კერძზე

⭕🎥 „არ უნდა დაურეკო მშობელს მხოლოდ ხელფასის დღეს“ - ინფლუენსერ თამაზას ემიგრანტი დედის პირველი ინტერვიუ და მიმართვა ახალგაზრდებს

✕