თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა იმოქმედებს გორგასლის მოედნიდან, ასევე, მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
„სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ეკლესიის მიმართულებით.
სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები ასევე იმოძრავებენ ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ურანის ტრანზიტი ტყუპებში: რა გავლენა ექნება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე - მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი
⭕მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა