Digest Logo

ფაბიო კაპელო კვარაზე: ჩარჩოებში მოქცეული აღარაა, სწორედ თავისუფლება სჭირდება

1744268799
ფაბიო კაპელო

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მან კომენტარი პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ მატჩის (3:1) შემდეგ გააკეთა და კვარას თამაშს ასეთია ანალიზი გაუკეთა.

„ვნახეთ ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლიდან“ გვახსოვდა. ადვილი არ იყო, ორგანიზებული მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ მან ყველა თავისი თვისება გამოავლინა. „ნაპოლიში“ აღარ სურდა სირბილი და თავის გაწირვა. ახლა კი, ჩვენ ისევ ვნახეთ სხვა დონის მოთამაშე, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მთლიანად შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

ის ყველა სიტუაციაში დაბრუნდა, თავისუფალია, ყველა პოზიციაზე თამაშობს და არა მხოლოდ მარცხნივ, როგორც „ნაპოლიში“. ნაკლებად არის ჩარჩოებში მოქცეული, მას თავისუფლება სჭირდება“, - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ - „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს სად ვიყავი...დროში ვიმოგზაურე...“ - სოსო ნებიერიძე ფხენიანიდან ექსკლუზიურ კადრებს აქვეყნებს

🎥 🪐„ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს...შესაძლოა გარკვეული მინიშნებები მიიღოთ...“ - 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ადამიანები პლანეტას ვკლავთ...“ - სიმართლე საკვები პროდუქტების შესახებ, ლაშა ჯაყელის განმარტება

წყარო: newshub.ge