Digest Logo

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

1770319328
მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ 110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თებერვალი ლითონის ვეფხვის თვეა, თვის თილისმა მანდარინია -„ამ დღეებში დაწყებული ყველაფერი დროის ფუჭად კარგვა იქნება“ - ფენშუის სპეციალისტის რჩევები

⭕„შეუდარებელი გოგო“ - თაკო ჩორგოლაშვილის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

🎥 „ბავშვისთვის უფროსების ჩხუბი თავზარდამცემია და მათ ბავშვის წინაშე იმდენი ზრდილობაც კი არ აქვთ, რომ მისი თანდასწრებით არ იჩხუბონ“ - ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია