ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით დღეს, 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე საგზაო მონაკვეთს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕7/7-ის ენერგეტიკული პორტალი იხსნება! - მანიფესტაციის რიტუალი, რომელიც ამ დღეს უნდა ჩაატაროთ