Digest Logo

ფონიჭალის მონაკვეთზე ტრაილერი 2 ქვეითს დაეჯახა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

1698823350
ტრაილერიტრაილერი

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ტრაილერი ორ ქვეითს დაეჯახა.

შეჯახების შემდეგ ერთი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

ავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო საცობი იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მე-9 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

„დაგვტოვა ბუნების ქომაგმა და უღალატო ადამიანმა...“ - ცნობილი მეცნიერი გარდაიცვალა

„ეცადეთ გულით გაგიხარდეთ სხვისი წარმატება და ბედნიერება, იქნებ ერთ დღეს თქვენთანაც მოვიდეს“ - რას წერს ნინი შერმადინი

წყარო: inforustavi.ge