Digest Logo

„ეცადეთ გულით გაგიხარდეთ სხვისი წარმატება და ბედნიერება, იქნებ ერთ დღეს თქვენთანაც მოვიდეს“ - რას წერს ნინი შერმადინი

1698818911
ნინი შერმადინი

30 ოქტომბერს, პარიზში,  „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია იყო წარდგენილი. ის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მე-17 ადგილზე გავიდა. 

ქართველი მაყურებლების ყურადღება ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.

წყვილი სოციალურ ქსელში სხვადასხვა მიზეზებით გააკრიტიკეს, რასაც მომღერალი ნინი შერმადინი გამოეხმაურა:

„მგონი ყველას ძალიან მოგწონთ ეს ულამაზესი წყვილი და იმიტომ გიჟდებით ასე.

ნიცა სასწაული სილამაზის და შარმის მქონე გოგოა და ვაღიაროთ, რომ თან ძალიან ეფექტური. ხვიჩა კიდე ჩემთვის მესიცაა, რონალდოც, მარადონაც და პელეც! გმადლობთ ნახვამდის.

თფუ თფუ თფუ, თვალი არ გეცეთ.

პ.ს ეცადეთ გულით გაგიხარდეთ სხვისი წარმატება და ბედნიერება, იქნებ ერთ დღეს თქვენთანაც მოვიდეს“, - წერს ნინი შერმადინი.

,

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები

🔵„აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!“ – თინა ხიდაშელი

🔵„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი,კვარაცხელია ათეულში ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო“ - რას წერს ნიკა გვარამია