Digest Logo

🎥 „ფორტეპიანოს გამოცდებზე ხშირად იყო შემთხვევა, რომ ზამთრისას ერთი აბარებდა ზაფხულისას მეორე“ - რას ჰყვებიან იდენტური ტყუპები

1781119175
ანასტასია და ალექსანდრა ზინოვიევები

იდენტური ტყუპები ბუნების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფენომენად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის ერთნაირი გენეტიკური კოდი აქვთ და გარეგნულად ხშირად ერთმანეთისგან გარჩევაც რთულია, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასაკთან ერთად მათ შორის განსხვავებები მაინც ჩნდება. როგორ ყალიბდებიან იდენტური ტყუპები, რა აერთიანებთ და რა განასხვავებთ მათ – ეს თემა დღემდე არ კარგავს საზოგადოების ინტერესს.

გადაცემა „პრაიმშოუს“ 10 ივნისის ეპიზოდი სწორედ იდენტურ ტყუპებს მიეძღვნა.

სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდნენ დები, ანასტასია და ალექსანდრა ზინოვიევები, რომლებმაც საკუთარ მისწრაფებებზე ისაუბრეს:

„14 წლისები ვართ. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი. ორივე დავდივართ ფორტეპიანოზე და ვცეკვავთ. მაგრამ ხასიათებით ძალიან განვსხვავდებით. ალექსანდრა არის უფრო კეთილი და ნაზი. მე კიდევ უფრო ჯიუტი.

თავდაპირველად შეგვიყვანეს „ჰიპ-ჰოპზე“, შემდეგ ორივეს ძალიან მოგვეწონა. არც ისე ხშირად გვაქვს უთანხმოება. ვუგებთ ერთმანეთს.

ფორტეპიანოს გამოცდებზე ხშირად იყო შემთხვევა, რომ ზამთრისას ერთი აბარებდა ზაფხულისას მეორე. ორივეს ნაცვლად. ორჯერ გავდიოდით გამოცდაზე. ეჭვი არავის გასჩენია. გვიყვარს ერთნაირად ჩაცმა და მოგვწონს, როცა ერთმანეთს გვამსგავსებენ“, - აღნიშნეს ტყუპმა დებმა გადაცემაში.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გვანცა დარასელია ახალ კადრებს გვიზიარებს - „ულამაზესი და უმშვენიერესი“

🎥 „ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი...“ - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე

⭕„ყველაზე ლამაზი“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე საორსულე ფოტოსესიიდან კადრებს ავრცელებს