ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე იუბილარია.
ქართული ხალხური ცეკვების უბადლო შემსრულებელს, საქართველოს სახალხო არტისტს 84 წელი შეუსრულდა.
ქორეოგრაფმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო:
„იუნესკოს“ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ქ.თბილისის სექციის სახელით ვულოცავ,ჩემს ყოფილ მასწავლებელს, საქართველოს სახალხო არტისტს, ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს, დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს! თქვენი გამოცდილება და ნიჭი, დღეს ჰაერივით სჭირდება, ქართულ ქორეოგრაფიას!“.
„მრავალჟამიერ ძვირფასო ფრიდონ, ღვთის მადლი გეწეოდეთ“.
„ჩვენი ქვეყნის მოამაგეს დიდ ფრიდონ სულაბერიძეს ვულოცავ დაბადების დღეს. მიყვარხართ“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ: