Digest Logo

„ფრთხილად - მძიმე ნარკოტიკი ტრიალებს შავ ბაზარზე... იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს“ - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას მიმართავს

1703747387
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და შავ ბაზარზე არსებულ ნარკოტიკებთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს.

მედიკოსის განმარტებით, აღნიშნული ნივთიერება იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს.

„პატივცემულო საზოგადოება, ახლა წინა საახალწლო გაფრთხილება და ამ ბოლო ერთი კვირის მომართვიანობის გათვალისწინებით მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ რაღაც ძაან მძიმე და ცუდი ნივთიერება - ნარკოტიკი ტრიალებს შავ ბაზარზე და აშკარად დაბინძურებულია და იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს და ალბათ არის კვლავ გარეული ფენტანილი!!

იმიტომ რომ რამდენიმე საათში იწვევს ძლიერ ძილიანობას!

ახლა რაც შეეხება ახალ წელს არ, მიიღოთ ალკოჰოლი და უცნობი ნივთიერება ერთად, ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს ორმაგად მის მოქმედებას და ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება.

გაატარეთ ახალი წელი ახლობლებთან ერთად ზომიერად მიიღეთ ღვინო და ისიამოვნეთ ურთიერთობით თქვენ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ნუ გატარებთ ახალ წელს სადმე ემერჯენსში!

დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“,- წერს ნარკოლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „საქართველოში ურთულესი შემოდგომა იქნება...“ - როგორია 2024 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგიურ ჭრილში?

🔵 „პერიოდი წარმატებულია, მოგების შანსი მაღალია ლატარიებში და კონკურსებში...“ - ვინ არის მიმდინარე კვირის ფავორიტი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად?

🔵 როგორ შევხვდეთ 2024 წელს - რა უნდა გავაკეთოთ დრაკონის გულის მოსაგებად, რომელი ხილი უნდა გვქონდეს სუფრაზე და რატომ 8 მანდარინი