ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სიყვარული ადამიანის ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო ვარიაციაა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად ვთამაშობთ და ეს თამაში, ხშირად, არც ისე სახარბიელო ფინალს გვიქადის.
ფსიქოლოგებმა დაასახელეს 9 იშვიათი ემოციური თვისება, რომელიც ყველაზე მეტად იზიდავს მამაკაცებს ქალში.
კეთილი
2023 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ სიკეთე ქალებში სასურველ თვისებად არის მიჩნეული, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები ასეთი ქალების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, რაც მიუთითებს ფენომენზე „რაც კარგია, მშვენიერია“. პიროვნების დადებითი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, აძლიერებს ამის აღქმას და ქალს უფრო მიმზიდველს ხდის.
გარდა ამისა, ქალის სიკეთე აიძულებს მამაკაცს თვითონაც სიკეთით უპასუხოს პარტნიორს.
მომთმენი
უმეტესობა ჩვენგანი საშინლად იქცევა სტრესის დროს. ჩვენ ვებრძვით და ვადანაშაულებთ ყველას სტრესის დროს და ყველაფერს ვაკეთებთ გარდა სირთულესთან გამკლავებისა.
მამაკაცთა უმეტესობას იზიდავს ის, ვინც სტრესულ მომენტში ავლენს მოთმინებას, ვიდრე ის, ვინც სწორედ ამ მომენტს ირჩევს, რათა დაიწყოს საუბარი თავისი წყენებზე.
მოთმინება ასევე ის თვისებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ძველი წყენები გავუშვათ და მივიღოთ სიახლეები.
კვლევის თანახმად, მეცნიერები მოთმინებას ხშირად უკავშირებენ ცნებებს, როგორიცაა ელეგანტურობა და დახვეწილი ქცევა, რაც მიანიშნებს ქალის განსაკუთრებულ მიმზიდველობას სოციალურ ინტერაქციაში.
იუმორის კარგი გრძნობით
თუ შეხვდებით ვინმეს, ვისთანაც შეგიძლიათ სიცილი, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი მომავალი ურთიერთობა იქნება მხიარული და ხალისით სავსე.
2015 წელს ჟურნალ ევოლუციური ფსიქოლოგიის კვლევის ავტორი, ჯეფრი ა. ჰოლი განიხილავს მის მიერ ჩატარებულ სამ კვლევას, რომლებმაც ვერ იპოვეს კავშირი იუმორსა და ინტელექტს შორის, თუმცა ამავე კვლევით ცალსახად დადასტურდა, რომ არაფერი ხიბლავს მამაკაცს ქალში ისე, როგორც იუმორის კარგი გრძნობა.
ინიციატივიანი
მამაკაცებს მოსწონთ ინიციატივიანი და გადაწყვეტილების მიმღები ქალი, რადგან ეს მიუთითებს მის კომპეტენციაზე, ლიდერობის პოტენციალზე და თავდაჯერებულობაზე.
მამაკაცები ამ ტიპის ქალებს მომავალ პარტნიორებად მიიჩნევენ, რადგან მათ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ოჯახის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.
კონფორმისტი
პროფესორმა მეთიუ ჰორნსიმ, UQ-ის ფსიქოლოგიის სკოლიდან, თქვა, რომ ბევრი ქალი იზრდებოდა იმ განცდით, რომ მათ უნდა შეეცვალათ საკუთარი თავი, რათა ფუნდამენტურად ეპოვათ სიყვარული. „კერძოდ, ქალებში არსებობს რწმენა, რომ ისინი უნდა იყვნენ კონფორმისტები, რათა იყვნენ მიმზიდველები მამაკაცებისთვის“, - თქვა პროფესორმა ჰორნსიმ.
აღიარებულია, რომ მამაკაცები კონფორმისტ ქალებს უკავშირდებიან, რადგან ასეთი ქალები მათ უფრო მიმზიდველად ესახებათ.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე
მიუხედავად მოარული ხმებისა, რომ კაცებს ლამაზი, მაგრამ სულელი ქალები მოსწონთ, სულაც არ არის ახლოს სიმართლესთან. კაცებს მოსწონთ და ხიბლავთ ქალი, ვისაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს და არავისზე არ არის დამოკიდებული, ვისაც დამოუკიდებლად შეუძლია გამოჩნდეს საზოგადოებაში და მოახდინეს საკუთარი თავის რეალიზება.
თავდაჯერებული
კვლევები აჩვენებს, რომ ქალის თავდაჯერებულობა მისი ერთ-ერთი მიმზიდველი თვისებაა. 2020 წლის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ მოთხოვნილებებსა და სურვილებს, მამაკაცები მათ სასურველ პარტნიორებად აღიქვამენ. უფრო მეტიც, მამაკაცები ჭკუას კარგავენ ქალზე, რომელიც თავისუფალია და თავდაჯერებულ ქცევას ავლენს ურთიერთობის დროს.
მადლიერი
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Personality-ში, გვამცნობს, რომ ქალის მადლიერების თვისება მამაკაცებისთვის მიმზიდველია, რადგან ეს ნიშნავს ისეთ დადებით თვისებებს, როგორიცაა სიკეთე, მადლიერება და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების კარგი უნარი. კვლევებმა აჩვენა, რომ მადლიერების გამოხატვამ შეიძლება გააძლიეროს კავშირები, გაზარდოს ურთიერთობა და ხელი შეუწყოს პროსოციალურ ქცევას - რაც უფრო მადლიერია ქალი მით უფრო სასურველად გამოიყურება ის მამაკაცისთვის, რომელიც ეძებს ერთგულ პარტნიორს.
ერთგული
კვლევები მიუთითებს, რომ არაფერი ისე არ ამშვენებს ქალის შინაგან ბუნებას, როგორც ერთგულება. ის ხშირად კლასიფიცირებულია, როგორც ძირითადი ფაქტორი გრძელვადიანი ურთიერთობისა, რაც ნიშნავს ნდობას, ერთგულებას და მყარ ურთიერთობას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ქალი“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 ხელის აწევის და პასუხის შიში - როგორ გადავჭრათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა მოსწავლეებში
⭕როგორი ამინდია 22-24 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი?
წყარო: trend.ge